ფოთში მეორე დღეა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის, მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.
,,ნუ მომკლავ!"" ,,არა ძალადობას!" - ამ მესიჯებით აქციის მონაწილეები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოკლული მოზარდის მამას და ხელისუფლებისგან მომხდარის ობიექტურ გამოძიებას თხოვენ.