17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
„ამაზრზენი, სამარცხვინო აქცია" - სასულიერო პირები პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ

თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოსთან შეკრებილი არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ.

სასულიერო პირების განცხადებით, ეს არის ამაზრზენი და მახინჯი აქცია, რომელზეც ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას ნაციონალური პარტია თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებს.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მოუწოდებს საზოგადოებას თვი შეიკავონ, არ შეუერთდნენ აქციას და არ დაუშვან რევოლუცია.

„ამაზრზენი აქცია, სამარცხვინო აქცია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა შეგვძრა თავისი სიმახინჯით, ფორმით, რადგანაც ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას, ფაშისტური ნაციონალური პარტია იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორიციელებლად,“-განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

დღის ამბები