17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ბატონ ზაზა სარალიძეს უთანასწორო ბრძოლაში თანადგომას ვუცხადებთ - მეუფე პეტრეს მიმართვა 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს და ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მიმართვა გაავრცელა.

„ბატონ ზაზასთან ერთად მთელი გულით განვიცდით უსამართლო მსჯავრს და სრულ თანადგომას ვუცხადებთ უთანასწორო ბრძოლაში. ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ თავის დროზე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო,“ - ნათქვამია მიტროპოლიტის მიმართვაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები