პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 18.00 საათზე, განახლდება.
როგორც წუხელ ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის არ აპირებს აქციების შეწყვეტას მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ.