17 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა მიიყვანეს - ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი ახალგაზრდის ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

ქრონიკა პლუსის რედაქტორი სოციალურ ქსელში საკუთრი განცხადების დამადასტურებელ ფოტოებსაც ავრცელებს და აქვე კეთდება განცხადება, რომ ამ ფოტოებში ჩანს სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი - ვატო ლებანიძე.

სუს-მა ოფიციალურად უარყო ლებანიძის რაიმე კავშირი ამ უწყებასთან. შემდეგ დაზუსტდა, რომ ის, სავარაუდოდ, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დღის ამბები