17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
აქციაზე გახმაურებული მოთხოვნის შემდეგ მიხეილ ხიდაშელი შსს-ში დაიბარეს

აქციაზე გახმაურებული მოთხოვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ხიდაშელი.

სწორედ ის არის პირი, რომელმაც, ზვიად კუპრავას განცხადებით, აქციაზე მისვლისას პირად საუბრებში თქვა, რომ იგეგმებოდა კონკრეტული პროვოკაციები.

პარალელურად განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და განაცხადეს, რომ მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია. 

დღის ამბები