ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს და ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
„ბატონ ზაზასთან ერთად მთელი გულით განვიცდით უსამართლო მსჯავრს და სრულ თანადგომას ვუცხადებთ უთანასწორო ბრძოლაში. ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ თავის დროზე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო,“ - ნათქვამია მიტროპოლიტის მიმართვაში.