20 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის გარდაცვალება. 

ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

 

დღის ამბები