29 სექტემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ტყიბულში გარდაცვლილი მუშები კარიერიდან ამოიყვანეს

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე გარდაცვლილი ორი მუშა კარიერიდან ამოიყვანეს. ცხედრები უკვე პროზექტურაშია გადასვენებული და მათ ექსპერტიზა უტარდებათ. 

მუშები დღეს დილით ღია მოპოვების კარიერზე,  დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის გარდაცვალება. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები