"სამართალდამცველებს გარკვეული ტიპის კითხვები ჰონდათ, რომელსაც პასუხი გავეცი," - ამის შესახებ მიხეილ ხიდაშელმა ჟურნალისტებს შსს-ში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელსაც პასუხი გავეცი, თუმცა მეტს ვერაფერს მოგახსენებთ,“ - განაცხადა მიხეილ ხიდაშელმა.
მან კონკრეტულ საკითხებზე არ ისაუბრა და ასევე, არ გასცა პასუხი კითხვას, იმყოფებოდა, თუ არა რუსთაველის გამზირზე.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, გუშინ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან, თინა ხიდაშელის ძმისგან, მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.