პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე, შეხვდება.
ამის შესახებ განცხადება პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, გააკეთა.
„პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, აუცილებლად შეხვდება ზაზა სარალიძეს. რა თქმა უნდა, უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დღეს, ოთხ საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა.