ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ - ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მან მედიასთან აღნიშნა, რომ გუშინ მას ილია მეორესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა მან თავად ვერ შეძლო პატრიარქთან მისვლა.
ზაზა სარალიძეს სურს, რომ ილია მეორეს დღეს 16:00 საათზე შეხვდეს.
„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.