17 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
შსს-ში გვითხრეს, რომ თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში - ნინო ლომჯარია

"შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში," - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ომბუდსმენი მიიღებს ყველა ინფორმაციას, რაც არის აღნიშნული საქმის გამოძიების მასალებში. 

„ძირითადად, ორი მიმართულებით აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება, როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ახალ გარემოებებზეც საუბრობენ. მათ განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. გამოძიებას იმედი აქვს, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებს. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი გადმოგვცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები