29 სექტემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ძლიერი წვიმა რუსთავში - დატბორილია ქუჩები, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. 

სტიქიის გამო, ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობას. დატბორილია ე. წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორია.

ძლიერი წვიმა რუსთავში, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები