30 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
ზაზა სარალიძის ინფორმაციით, შსს ზვიად კუპრავას გაქრობას აპირებს

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, შსს ზვიად კუპრავას გაქრობას აპირებს.

აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. კუპრავა აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორებმა იმ ადგილიდან, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა, გაიყვანეს. 

„გახარიას უწყება აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას. დამიდექით ყველა გვერდით. ძირს ხელისუფლება, ან თქვენთან ერთად ან მარტო მაინც მივაღწევ ჩემ სიმართლეს,“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. 

ამ განცხადების შემდეგ თავად ზაზა სარალიძემაც დატოვა ის ტერიტორია, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა. 

არსებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფება. 

დღის ამბები