„ძირს უსამართლობა“ - ამ მოწოდებით ზესტაფონში გუშინ აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მოკლული არასრულწლოვნის ოჯახს ზესტაფონში სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და დავით სარალიძის მკვლელები დაისაჯონ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები იმართება.