„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ -ამ ლოზუნგით ვაკის პარკში აქცია იწყება.
საზოგადოების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სწორედ პოლიტიკური მოტივებით ემიჯნება. აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება, უერთდება სტუდენტთა ნაწილიც.
„რუსთაველზე დღეს მიმდინარე აქცია, გუშინ საღამოდან გადაიქცა პოლიტიკურ აქციად. ეს აღარ არის სოლიდარობის აქცია,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რევაზ ქარჩხაძემ.