17 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა. როგორც მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, ის ვაკის პარკში იმის გამო მივიდა, რომ ამ აქციაზე მისი შვილის მეგობრები არიან შეკრებილები.

ის არ აკონკრეტებს დარჩება ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ბოლომდე თუ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს, სადაც აქციას პოლიტიკური პარტიების წევრები მართავენ.

ზაზა სარალიძე მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს და ამასთან, მას ვერავინ მართავს.

ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, თუმცა მას ექიმების დახმარება არ დასჭირვებია. 

„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ -აქცია ვაკის პარკში ამ ლოზუნგით მიმდინარეობს. 

საზოგადოების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სწორედ პოლიტიკური მოტივებით ემიჯნება. აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება, უერთდება სტუდენტთა ნაწილიც.

დღის ამბები