"აქ დგას ჩემი შვილი და მე ჩემი შვილის გვერდზე ვიდგები," - ეს განცხადება მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში აქციაზე მისვლის შემდეგ გააკეთა.
სარალიძის თქმით მისი მოთხოვნა იგივე რჩება და მას სურს მისი შვილის მკვლელების დასჯას. ვაკის პარკში იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის დედაც, რომელსაც მცირე შეკამათება მოუვიდა სარალიძესთან. ის და აქციის სხვა მონაწილეები სარალიძისგან მოითხოვდნენ, რომ ის არ დაბრუნებულიყო რუსთაველზე და გამიჯვნოდა პოლიტიკოსების ჩართვას ამ პროცესებში. სარალიძემ ვაკის პარკი იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დატოვა.
"ვინც ვერ ხვდებით აქ მე რატომ ვარ, ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მაღიზიანებს!,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის დატოვებამდე.