17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ვაკის აქციაზე ხელისუფლებას მოსთხოვეს გამოიძიონ ვინ გეგმავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას

ვაკის აქციის მონაწილეებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს გამოიძიოს გამოიძიოს და დაადგინოს ის პოლიტიკური ძალები, ვინც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. საგანგებო მიმართვის დროს აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს სპეციალური კომისიის შექმნა რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების წარმოამდგენლებისგან და შეისწავლის ახალგაზრდების მკვლელობის საქმეებს. 

"მოვუწოდებთ მთავრობას გამოიძიოს ძალიან სწრაფად ვინ გეგმავდა ამ დღეებში ქვეყანაში დესტაბილიზაციას. რომელი პოლიტიკური პარტიები. აიღონ ამ პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლების, ქვეყნის წინაშე და თქვან რომ აპირებდნენ ჩამოიშორონ ნიღაბი სამართლიანი ბრძოლის და თქვან რომ აპირებდნენ ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანას,"-აცხადებს აქციის მონაწილე.

ამავე თემაზე
დღის ამბები