17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პანკისელებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს

პრემიერის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე გამოთქვამს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ეხმაურება. მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აქციებს აანონსებს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად თვლის. 

პრემიერი მაჩალიკაშვილის ოჯახი დისკრიმინაციაში მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმაც დაადანაშაულა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა, მოუწოდებს პანკისელებს და საქართველოს რეგიონის მაცხოვრებლებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და მხარი დაუჭირონ მას.

„ეს არის ერთგვარი ჩაგვრა, პირდაპირი ხაზგასმა და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ცალკე გამოიყო თემირლან მაჩალიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია.

ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია და ადამიანი დაჩაგრულად გრძნობს თავს. ამის გამო იძულებული ვხდებით, რომ მივმართოთ რეგიონებს. მისი გადაწყვეტილებაა, რომ მიმართოს პანკისის ხეობას და რიგით მოქალაქეებს, რომ დაუდგნენ გვერდით ამ დაჩაგრულ ადამიანს. 

მოემზადონ ჩვენ გვერდით დგომისთვის“-განაცხადა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ამ დრომდე უცნობია მივა თუ არა ზაზა სარალიძე კანცელარიაში.

პოლიტიკოსები კი, რომლებიც სარალიძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებდნენ მისვლას, პრემიერის განცხადების შემდეგ კონსულტაციებს მართავენ. შეხვედრა 15:00 საათზე „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ჩაინიშნა.

დღის ამბები