17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"ზარდიაშვილის ძმას 3000 ლარი აქვს ხელფასი, თუმცა სატრანსპორტო კომპანიაში არასდროს მისულა"-„ჰაბ ჯორჯია" მეტროს გაბერილ შტატებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი კახა კალაძეს ურჩევს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საშტატო ერთეულით დაინტერესდეს. ვასილ ურუშაძე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების პროტესტს ეხმაურება.

ურუშაძე ამბობს, შტატები კომპანიაში პარტიული აქტივისტებით არის გაბერილი და თუ მათი შემცირება მოხდება მაშინ შესაძლოა მოძიებული იქნას ის თანხები, რომლითაც მეტროს მემანქანეებს ხელფასები გაეზრდებათ.

ვასილ ურუშაძეს მაგალითისთვის პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის ძმა მოჰყავს და აცხადებს, რომ ის კომპანიაში დირექტორის მრჩევლად არის დანიშნული თუმცა სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა.

„გასაჯაროვდეს მთლიანად სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელთა სტრუქტურული სია, მათი ანაზღაურება, პრემია-დანამატები, საქმიანობა და შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ რამდენად არის შესაძლებელი სტრუქტურული რეფორმის ჩატარება და მიღებული დანაზოგით არის თუ არა შესაძლებელი გადაიხედოს როგორც მემანქანეების ასევე რიგითი თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია არის პარლამენტის წევრის ვანო ზარდიაშვილის ძმა, რომელიც არის მრჩეველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის და ამაში იღებს 3000 ლარს და ჩემთვის როგორც არის ცნობილი ერთხელაც არ არის იქ ნამყოფი, რჩევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი,“-განაცადა ვასილ ურუშაძემ.

მეტრო დილიდან პარალიზებულია. მემანქანეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები