17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
„ჩვენ არ ვაყენებთ პოლიტიკოსების მონაწილეობის აუცილებლობას" - ოპოზიცია გადაწყვეტილებას ცვლის

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან პოლიტიკოსები.

თავდაპირველად პრემიერთან შესახვედრად სარალიძესთან ერთად პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც უნდა შესულიყვნენ, თუმცა პრემიერის განცხადების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ მიზანს შეხვედრაზე დასწრება არ წარმოადგენს. ამიტომ ახალი საქართველოს ლიდერის თქმით, ყველაფერი ზაზა სარალიძის სურვილისამებრ გადაწყდება.

„ჩვენ არ ვაყენებთ პოლიტიკოსების მონაწილეობის აუცილებლობას. როგორც თვითონ გადაწყვეტს ეს ადამიანი ისე იქნება ყველაფერი. ეს არის მართლაც საოცარი ადამიანი, საოცარი გამძლეობის, ხედავთ როგორი წნეხის ქვეშ არის.

ამიტომ ჩვენ მას ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ ვაყენებთ და როგორც იტყვის ისე ვწყვეტთ ყველაფერს“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები