დრეზდენში მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეები დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად 47 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა, კიდევ სამი ქართველი ახალგაზრდა კი მსუბუქად დაშავდა.
გამოძიების ცნობით, უთანხმოება თავდაპირველად 20 კაცს შორის დაიწყო, თუმცა მალევე ჩხუბში 60-მდე ადამიანი ჩაერთო. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა 15 მიგრანტი დააკავეს, თუმცა ყველა მათგანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
წესრიგის დარღვევისა და სხეულის მძიმედ დაზიანების ბრალდებით გამოძიება ორი ლიბიელისა და ერთი, 29 წლის ქართველის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ანალოგიური ინციდენტი დრეზდენის სხვა მიგრანტთა თავშესაფარში გასულ კვირასაც მოხდა.