17 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
"პრობლემა არის მოწმეებში და მათ მშობლებში"-თეა წულუკიანი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მხოლოდ რამდენიმე არასრულწლოვანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან.  ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა. იუსტიციის მინისტრმა როგორც მშობლებს ასევე მოსწავლეებს მოუწოდა, რომ გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ. 

„ძალიან მცირე ოდენობა მოწმეების იქნა  წარმოდგენილი. მათ ითანამშრომლეს. მე მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა  გადავუხადო ამ ბავშვებს, ვინც ითანამშრომლა დღემდე. ისინი არნახული წნეხის პირობებში ცხოვრობდნენ მრავალი თვე, მშობლების მხრიდან მათ შორის რომლებიც ზოგჯერ ურჩევდნენ ხოლმე რომ არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით პრობლემა არის მოწმეებში, რის გამოც ამ დრომდე გაჭიანურდა გამოძიება.  

„პრობლემა არის მოწმეებში და მათ მშობლებში. ეს არის ასე და ამას დრო კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს,“-განაცხადა წულუკიანმა. 

დღის ამბები