17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"თუ ვინმეს ეკუთვნის ბიუჯეტიდან თუ ივანიშვილის პირადი ფონდებიდან ხელფასი ეს არიან მემანქანეები" - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტია“ მეტროს მემანქანეებს სოლიდარობას უცხადებს. შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს თბილისის მერიას, საპასუხისმგებლო და მძიმე სამუშაოების შემსრულებელ მემანქანეებს ხელფასი მოუმატოს და გაფიცული თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე დააბრუნოს.

„უშიშროების თანამშრომლებს ივანიშვილი თავისი ჯიბიდან ყოველ თვე უხდის 15 ათას ლარს. აი ამ მემანქანეებს ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ადამიანი გადაჰყავთ უსაფრთხოდ თბილისის მიწისქვეშა მაგისტრალებზე. და თუ ვინმეს ეკუთვნის ბიუჯეტიდან თუ ივანიშვილის პირადი ფონდებიდან ხელფასი ან წახალისება ეს არის სწორედ, ეს  ვაჟკაცი, თავდადებული კონტიგენტი,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები