17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
დირბის ეკლესიის წინამძღვრის გატაცებას გორის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელი ადასტურებს

დირბის ეკლესიის წინამძღვრის გატაცებას გორის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელი ადასტურებს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოსო ქვრივიშვილი ადგილზე ჩავიდა.

მამა იოანე ოხანაშვილის საცხოვრებელ ადგილას მან დატოვებული ავტომანქანა და მისი პირადი ტელეფონი ნახა.

სოსო ქვრივიშვილი ვარაუდობს, რომ სასულიერო პირი ოკუპანტებმა გაიტაცეს.

სასულიერო პირის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მამა იოანე საოკუპაციო ხაზთან ახლოს, კიდევ ერთ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები