თბილისში საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად მიიღეს.
„მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102,“ – აცხადებენ მერიაში.