17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ვიცე-მერი უარყოფს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისის ბიუჯეტმა 300 ათასი ლარი იზარალა

თბილისის მერის მოადგილე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის გამო, ბიუჯეტს 300 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ეს რიცხვი 45 ათასს არ აღემატება.

„რაც შეეხება ზარალს, რასაკვირველია, როდესაც პარალიზებული არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, დღიური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 ათასი ლარი, არც 600 ათასი ლარი. ის არის, დაახლოებით, 40-45 ათასი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო. ერთი მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორეს მხრივ კი, არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

მეტროს მემანქანეები ხელფასების ზრდას ითხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები