17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ოკუპანტების მიერ სასულიერო პირის გატაცება - საოკუპაციო საზღვართან შსს-ის თანამშრომლები იმყოფებიან

ამ წუთებში ე.წ. საოკუპაციო საზღვართან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. უწყების წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებული სასულიერო პირის შესახებ დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი, გაიტაცეს.  

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით, სასულიერო პირი დააკავეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა იოანე ხშირად დადიოდა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მშენებარე ეკლესიაში მოსალოცად და საფლავების მოსანახულებლად, რომელიც მუგუთში მდებარეობს.

„ომის დროსაც ისე ეხმარებოდა ხალხს, არ წასულა, არ დაუტოვებია, ისე ამხნევებდა ყველას. ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები