ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - 5.6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობდა. შესაბამისად ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იყო საგრძნობი. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია - არ არის ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებაც. დედოფლისწყაროს გარდა ძლიერი ბიძგები შეინიშნებოდა სხვა რეგიონებშიც, ასევე თბილისში. სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ის მომხდარზე გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იქნება.