არჩილ ტატუნაშვილის მამა მის შვილთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისთვის მუხლის შეცვლას ითხოვს. გიორგი ტატუნაშვილის თქმით, საქმე მისი შვილის წამებით მკვლელობას ეხება და გამოძიებაც თავიდანვე ამ მუხლით უნდა წარმართულიყო. საქმის მასალებს, სავარაუდოდ, დღეს გამომძიებელი ტატუნაშვილების ოჯახს გააცნობს. გუშინ სამხარაულის ბიურომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. მასში ასზე მეტ ბლაგვი საგნით მიყენებულ დაზიანებასა და მოტეხილობებზეა საუბარი.
"მაგ მუხლით უნდა აღძრულიყო თავიდანვე, მე ხომ თავიდანვე ვიძახდი რომ ნაწამებია ჩემი შვილი,"-აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.