სამდღიანი გაფიცვა დასრულდა. 14:00 საათზე მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს. გადაწყვეტილება მეტროს მემანქანეებმა გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
ამ დროისთვის სატრანსპორტო კრიზისი ქალაქში გრძელდება. მოსახლეობა ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემა დიდია, რადგან მუნიციპალურ ტრანსპორტში ვერ ადიან, ხოლო ტაქსის მძღოლებმა ტარიფი გაზარდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია 14:00 საათზე დაუყოვნებლივ აღდგება თუ არა მუშაობა. მეტროპოლიტენის თანამშრომლების თქმით, დედაქალაქის მერმა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე პირადად აიღო პასუხისმგებლობა.
„ნიშნული, რომელიც მინიმუმით და მაქსიმუმით იყო განსაზღვრული მაგ არეალში იქნება განხილვა. ვაცნობიერებთ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მეტროს მუშაობას და მივიღეთ გადაწყვეტილება აღდგეს მოძრაობა და პარალელურ რეჟიმში მოხდეს დეტალების შეჯერება,“-ამბობს არჩილ ლაბაძე.
თუ რა ფორმატში გაგრძელდება დედაქალაქის მთავრობასთან მეტროს თანამშრომლების მოლაპარაკება, დეტალები ჯერ უცნობია.