17 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს - ორ საათში დედაქალაქის მეტროსადგურებმა მუშაობა უნდა განაახლონ

ორ საათში დედაქალაქის მეტროსადგურებმა მუშაობა უნდა განაახლონ. მეტროს მემანქანეებმა სამდღიანი პროტესტი შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მათ გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო. თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის გაიზრდება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება, უცნობია.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ გაფიცული მემანქანეების ნაწილი სამუშაო ადგილს უკვე დაუბრუნდა. მეტროსადგურების ასამუშავებლად ამ დროისთვის მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

მოქალაქეები აცხადებენ, მეტროს გაჩერების გამო, მათ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ტრანსპორტზე ლოდინი. 

"გადატვირთულია საშინლად, სუნთქვა შეუძლებელია,"- აცხადებენ მგზავრები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები