ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის მამა ადვოკატთან ერთად სამხარაულის ბიუროს სამედიცინო ექსპერტებთან შეხვედრას მართავს. გიორგი ტატუნშვილმა სეხვედრა თავად მოითხოვა. მას ის დეტალები აინტერესებს, რომელიც ბიუროს შუალედურ დასკვნაში ვერ მოხვდა - რისგან ჰქონდა მიყენებული შუბლის მიდამოში ჭრილობა არჩილ ტატუნაშვილს და რამ გამოიწვია ცხვირის არეში დაზიანებები. საოუკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული ტატუნაშვილის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს, ცხვირზე კი დაზიანების შემდეგ პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მამა გამოძიების პროცესში მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გიორგი ატუნაშვილის თქმით, საქმე წამებას ეხება და თავიდანვე წამების მუხლით უნდა დაწყებულიყო.