17 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"არა კაბალურ სისტებას," - აჭარის მთავრობის სახლთან სატვირთო მანქანების მძღოლებმა აქცია გამართეს

"არა კაბალურ სისტებას," -ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით, აჭარის მთავრობის სახლთან სატვირთო მანქანების მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსული სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან, რომლებიც საკუთარი ავტომანქანების დაბრუნებას მოითხოვენ. მათი განმარტებით ხე- ტყის გადატანის გამო ისინი ჯერ დაჯარიმეს, შემდეგ საკუთარი ავტომობილები ჩამოართვეს და 9 თვის განმავლობაში ვერ იბრუნებენ. აქცია თავდაპირველად აჭარის პროკურატურასთან გაიმართა, სადაც პასუხი ვერ მიიღეს, ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობასთან გადაინაცვლეს. უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, რომ უსამართლობამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და უსამართლობის ავტორი პროკურატურაა. მისი თქმით სატვირთო მანქანების მძღოლებს საარსებო წყარო ჩამოართვეს. აქციის მონაწილეები 10 თვეა ელოდებიან პასუხს პროკურატურიდან.

დღის ამბები