საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოჯახი ადვოკატთან ერთად ექსპერტებს შეხვდა.
წამებით მოკლული ქართველი ჯარისკაცის მამას, სურდა მიეღო ინფორმაცია, რატომ არ მოხვდა ექსპერტიზის დასკვნაში ის დაზიანებები, რომელიც ოჯახმა ცხედარს შუბლსა და საფეთქელთან შეამჩნია.
გარდა ამისა, ოჯახის წევრები გუშინ აცხადებდნენ, რომ დასკვნაში არ მოხვდა არც ცხვირის ნაწილი, ტატუნაშვილის მამის მტკიცებით, ცხედარს სხვა ცხვირი ჰქონდა მიკერებული.
ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის დაზიანებები რაზეც ოჯახი მიუთითებს და ექსპერტიზის დასკვნაში არ მოხვდა არჩილ ტატუნაშვილს სიცოცხლეში არ მიუღია.
„ის დაზიანებები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და მიგვაჩნდა, რომ ექსპერტიზა იყო ნაკლული აგვიხსნეს, რომ ეს დაზიანება არ იყო სიცოცხლის დროინდელი. ყველა ის დაზიანება, რომელიც სიცოცხლის დროინდელი იყო და იყო დაზიანება აღიწერა ექსპერტების მიერ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია მიგვეღო, იმიტომ რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული ვართ ექსპერტებზე.
"კარგი იყო რომ შუბლის ნაწილზე მაგალითად, ნატყვიარზე რომ საუბრობდა ოჯახი - ეს იყო გარდაცვალების შემდგომი, გაშრევების შემდგომი როგორც ეძახიან, საკონტროლო გასროლა იყო თუ არა ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს იქ საერთოდ არ იყო დაზიანება. ისინი აღწერენ მხოლოდ დაზიანებებს და ეს არ იყო დაზიანება.
"რაც შეეხება საფეთქელთან შეწეული ნაწილი ეს იყო რუსეთში რომ ჩატარდა ექსპერტიზა გადახერხილი იქნა თავის ნაწილი და ამან გამოიწვია შეწევა ამ ნაწილის,“ - აცხადებს თამარ ავალიანი.