სახალხო დამცველის ოფისი დანგრევის პირას არის. გუშინდელი მიწისძვრის დროს კიდევ ერთხელ დაზიანდა შენობა და ბზარები უფრო გაიზარდა, რის გამოც არსებობს შენობის დანგრევის საფრთხე.
„შენობა, რომ ავარიულია ეს დღეს პირველად არ თქმულა. ამას ყოველთვის ვაჟღერებდით და ის ბზარები, რომელიც ამ შენობას აქვს, ნათლად ჩანდა. გუშინდელი მიწისძვრის შემდეგომ ეს ბზარები კიდევ უფრო გაფართოვდა. გარკევული სამშენებლო მასალა, ბეტონის და ბათქაშის ნაწილები უფრო მეტად ჩამოიყარა და ის თანამშრომლები, რომლებიც ცხელი ხაზის ოპერატორები, რომლებიც ამ დროს იმყოფებოდნენ მათში გარკვეული შიში გამოიწვია,“-განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
ომბუდსმენის მოადგილე ამბობს იმასაც, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს საუბარი შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით. მისივე თქმით ამ დროისთვის შერჩეულია ნაძალადევის რაიონში ფართი, თუმცა მის ექსპერტიზას და სარემონტო სამუშაოებს წელიწადნახევარი დასჭირდება. ამ დრომდე სახალხო დამცველი 150 თანამშრომელს მუშაობის გაგრძელება ავარიულ შენობაში მოუწევს.