17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
საპარლამენტო ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა-დეპუტატებთან ერთად კონფერენციას მესამე სექტორი დაესწრო

მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის დახვეწა - ეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის მთავარი ნაწილი იქნება. პარლამენტს ეს ვალდებულება, როგორც ღია მმართველობის წევრ ქვეყანას, აქვს აღებული. არასამთავრობოებთან ერთად დღეს პარლამენტის წევრებმა იმაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს მიზნები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

„თითოეულ  კანონპროექტზე მოქალაქეს გაუჩნდა კომენტარის გაკეთების ფუნქცია და ასევე პარლამენტს გაუჩნდა ვალდებულება, რომ ამ კომენტარებზე უკუკავშირი მოახდინოს. ასევე, პეტიციების ელექტრონულად წარდგენის საშუალება გაჩნდა მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ასევე, ვიმუშავეთ ახალ ვებგვერდზე და საქართველოს პარლამენტს ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ვებგვერდი,“-განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ.

პროექტს დადებითად აფასებს  ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც.“  IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მასში ჩადებულია საკმაოდ კარგი ვალდებულებები, რომელიც მოქალაქეების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს.

„აქ არის საკმაოდ ამბიციური და კარგი ვალდებულებები, რომლებიც პასუხობს, ღია მმართველობის პარტნიორობის ანუ „ოჯიპის“ ძირითად პრინციპებს რაც არის გამჭირვალობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეების ჩართულობა, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. 

დღის ამბები