ვაზიანის საარტილერიო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ჯარისკაცი თავის მძიმე დაზიანებით მეთორმეტე დღეა კომტოზურ მდგომარეობაშია. 25 მაისს ის სხვა ჯარისკაცებთა და მეთაურებთან ერთად ნორიოში, ღვთაების მამათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდა.
სამხედროები მონასტრიდან 4 კილომეტრის მოშორებით, ტყეში გაჩერდნენ, რა დროსაც უცნობი მიზეზით მათ შორის ინციდენტი მოხდა. ოჯახის ინფორმაციით ჯიმშერაშვილი რამდენიმე ჯარისჯკაცმა და მეთაურებმა სცემეს.
ის თავდაპირველად მარნეულის საავადმყოფოში შეიყვანეს, თითქოს ის მოწამლული იყო, ტრავმიდან დროის გასვლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტო იძიებს. ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დზიანებისთვის ერთ პირს წარუდგინეს, თუმცა დაზარალებულის ოჯახი ირწმუნება რომ ჯარისკაცს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა.