17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"დონბასში ვითარების გამწვავების შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს"-ვლადიმერ პუტინი

დონბასში ვითარების გამწვავების შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელიც ტელეეთერიდან მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. რუსეთის ლიდერის თქმით, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა, შედეგები კიევისთვის ყველაზე სერიოზული იქნება, რადგან თავდასხმას არც დონეცკის და არ ლუგანსკის მოსახლეობა შეეგუება. რუსეთის ლიდერს შეკითხვა სანქციების შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ შეზღუდვების გაუქმებაზე ევროპაში უკვე საჯაროდ საუბრობენ, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების ფონზე, უსამართლობა საკუთარ თავზე იგრძნეს.  

დღის ამბები