ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოში. 10 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
შენობაშ შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშის დროს, დავარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.