ხმაური იყო თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში.
12 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
საავადმყოფოსთან შეკრებილებმა შენობაში შეჭრა სცადეს, ჩაამსხვრიეს მინები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ექიმების მტკიცებით, მოზარდი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.