17 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მოსახლეობა ჭავჭავაძეზე 40 სართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს და მერიასთან აქციას აანონსებს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის საცურაო აუზთან მცხოვრები მოსახლეობა სამი 40 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა მსგავს მაღალსართულიან შენობებზე გათვალისწინებული არ არის, რის გამოც მშენებლობა დაუშვებელია.

მშენებლობის დროებით შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ მერიას მიმართა. პასუხად რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ მშენებლობის შეჩერებაზე უარი მიიღო.

ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში სარჩელი უკვე სასამართლოში შეაქვთ. პარალელურად, ისინი მერიასთან აქციებს აანონსებენ.

"მომზადებული გვაქვს სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საქალაქო სასამართლოში მოვითხოვთ მშენებლობის შეჩერებას"-აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. 

დღის ამბები