17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"ხალხმა პრემიერის ოფისთან რეზინის ბოტები დატოვა" - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციაზე BBC წერს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ “ბოტების” აქციას BBC-ი ეხმაურება.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერის მიერ "ფეისბუქის" საშუალებით გაკეთებულმა განცხადებამ, სოციალური ქსელის ათასობით უცხოელი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ განცხადების მიმართ მხარდაჭერის გაზრდისთვის ინტერნეტ ბოტები იყო გამოყენებული.

“საპასუხოდ ხალხმა პრემიერის ოფისთან რეზინის ბოტები იმ უცხოურ სახელებთან ერთად დატოვა, რომლებიც მათი აზრით ონლაინ ბოტების ანგარიშებს ეკუთვნოდა” -წერია სტატიაში.

დღის ამბები