ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ეკა ბესელიამ დატოვოს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ბესელიას ჩანაცვლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მდინარაძის განცხადებით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კვალიფიციური იურისტია.
გარდა ამისა, მდინარაძისთვის მიუღებელია პერსონიფიცირება და ამბობს, რომ კომისიის წევრები უმრავლესობამ შეარჩია, უმრავლესობის წევრები კი კომისიაში საპარლამენტო უმცირესობაა.
„გადამწყვეტი არცერთი ხმა არ იქნება უმრავლესობის. კონკრეტულ ადამიანებზე ყურადღების გამახვილება არაფერს მოგვცემს. შედეგთან მიმართებაში რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს, არამგონია, რომ ეს აქტუალური საკითხი იყოს“-განაცხადა მდინარაძემ.