17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
„მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, ახლავე გამოააშკარავონ ჩემი შვილის ვინაობა თუ იყო მოძალადე" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შვილი თითქოსდა მოძალადე იყო.

ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციასაც მიმართავს და მოუწოდებს რეალური ინფორმაცია გამოააშკარაონ.

„მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, ახლავე გამოააშკარავონ ჩემი შვილის ვინაობა. თუ იყო მოძალადე და ამ სკოლაში ძალადობები ხდება დამეთანხმებით, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა მაშინვე დგება და თუ არ იყო მოძალადე გამოააშკარავონ ყველაფერი“- განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუ ხორავას საქმის გამოძიება არ მოხდება და ყველა ის პირი არ იქნება დასჯილი.

სარალიძე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას ნდობას უცხადებს, თუმცა მის ერთ-ერთ წევრს, ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. 

„უნდა დაიბარონ აბსოლუტურად ყველა პირი, პროკურორებიც, გამომძიებლებიც, ნებისმიერი ის ადამიანი ვინც ცდილობდა ამ საქმის შეკერვას. არის იქ ისეთი პირები, რომლებიც დაკითხულიც არ არის აუცილებლად გაესაუბრება კომისია ამ პირებს. ამ კომისიას ვენდობი თავიდან ბოლომდე. ვისაუბრეთ ამ თემაზე. გარკვეულ დეტალებზე. ამ კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა. აუცილებლად დადებენ ამ შედეგს.

რაც შეეხება აქციებს ისევ ძალაში რჩება კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები, რომელზეც უკვე ხელჩასაჭიდიც აქვს გამოძიებას“-განაცხადა სარალიძემ.

დღის ამბები