"ნუ მომკლავ" - ამ სახელწოდების აქცია მოძრაობის წევრებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს.
ისინი მოითხოვენ უმოკლეს დროში დადგინდეს სიმართლე და გამოაშკარავდნენ დამნაშავეები. აქციის მონაწილეები მოსახლეობას 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„გვინდა ვთხოვოთ უნივერსიტეტის სტუდენტებს,შემოგვიერთდნენ 10 ივნისს,რათა ბატონმა ზაზამ უფრო მარტივად მიაღწიოს ხალხთან ერთად იმ მოთხოვნებს, რაც მან წაუყენა ხელისუფლებას.“- ამბობს მოძრაობა
"ნუ მომკლავს" წევრი ნიკა ნოზაძე.
გამოუძიებელ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას აქციის კიდევ ერთი მონაწილე სოსო გურული.
„ჩვენ სტუდენტები მხარს ვუჭერთ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და სხვა შვილმკვდარ დედებს თუ მამებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვიდგებით ბოლომდე მანამ სანამ არ მივაღწევთ სამართლიანობას“- განაცხადა სოსო გურულმა.