ზვიად კუპრავა ბათუმში იმყოფება და მოსახლეობას ხვდება. მისი განცხადებით, ვინც ვერ ახერხებს დედაქალაქში 10 ივნისს ჩასვლას მათ განწყობასა და დამოკიდებულებას ხელისუფლების მისამართით თავად გაახმოვანებს.
მანამდე კუპრავა სამეგრელოში შვილმკვდარ ოჯახებთან იმყოფებოდა. ის დაახლოებით 10 ოჯახს გაესაუბრა და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქმის დეტალებს გაეცნო.
ზვიად კუპრავამ ოჯახებისგან გაუხმაურებელი დეტალების გასაჯაროებაზე თანხმობა მიიღო.
„იმ ადამიანებს ვინც ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას ვეკითხებით, თავიანთ პოზიციას და ვთხოვთ, რომ მათ დაგვაბარონ თავიანთი სიტყვა, ვაგროვებთ ამ ადამიანების ხმებს და ამ ხმებს კვირას 16:00 საათზე ჩავიტანთ რუსთაველზე“ - აცხადებს კუპრავა.