30 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენი პრობლემის მუდმივი აქტუალიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი - საპარლამენტო უმრავლესობა

ევროპარლამენტი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს - მმართველი გუნდის წევრები რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია და მსგავსი დოკუმენტები იურიდიული და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს რეზოლუცია, მსგავსი დოკუმენტები ჩვენი პრობლემის მუდმივი აქტუალიზაციისთვის არის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სამართლებრივი გარემო შეიქმნას და დაფუძნდეს იმისთვის, რომ როდესაც დადგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, იურიდიული თვალსაზრისით, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით იყოს ყველა დოკუმენტი წესრიგში და ნორმაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რეზოლუციის მიზანზე საუბრობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე. მისი თქმით, რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი სწორედ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე იქნება გამახვილებული.

„საუბარი იქნება ოკუპაციაზე, ოკუპაციის შედეგებზე, იმაზე, რომ ომი კი დასრულდა 2008 წელს, მაგრამ რუსეთის მხრიდან აგრესია გრძელდება და რა შედეგები მოაქვს ამას. ეს არის ამ რეზოლუციის მიზანი, რომ ევროპარლამენტმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხზე. ზუსტად, რა დარჩება ტესტში და რა ამოვარდება ამაზე თქმა წინასწარ ძნელია, უნდა დაველოდოთ დებატებს და მომავალ კვირას ყველაფერი გაირკვევა,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტს ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ.

ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე მოხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები